“ბახმუტის დაკარგვა რუსებს გზას აღმოსავლეთისკენ გაუხსნის” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ბახმუტს დაიკავებენ, ეს მათ გზას უკრაინის აღმოსავლეთისკენ გაუხსნის.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.
”ჩვენთვის ეს ტაქტიკის საკითხია”, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ერთსულოვანია, რომ, რუსული ჯარების მუდმივი თავდასხმების მიუხედავად, ბახმუტის დაცვა უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის შემდეგ მათ შეუძლიათ, უფრო შორს წავიდნენ, შეუძლიათ წავიდნენ კრამატორსკისკენ, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ, მათთვის დონეცკის მიმართულებით სხვა ქალაქებისკენ გზა ექნებათ გახსნილი. ამიტომაც დგანან იქ ჩვენი ბიჭები,” – თქვა მან.