ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში შექმნილი ვითარება პრემიერს ადგილზე გააცნო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადგილზე გააცნო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები. შსს-ს მაშველებს სამაშველო ღონისძიებების წარმოებაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ვერტმფრენები ეხმარებიან.
მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილია დამატებითი სასაზღვრო საგუშაგო, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, სტიქიური უბედურების შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს.