ირაკლი კობახიძე: დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის

შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები