ხმაური პარლამენტში – რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვს

პარლამენტთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ოთახთან ხმაურია.

რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

დეპუტატებს პაპუაშვილთან შესვლის შესაძლებლობას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები