პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

აღნიშნული პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება კანონპროექტს – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განხილული არ ყოფილა.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალის“ დეპუტატების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები