გაეროს გენერალური მდივანი 8 მარტს უკრაინას ეწვევა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 8 მარტს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ გუტერეში ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს გენერალური მდივანი ამჟამად პოლონეთში იმყოფება და დილით კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მოლაპარაკებების მთავარი თემა „მარცვლეულის შეთანხმება“ იქნება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები