“საქართველო ამ ინფორმაციას გამოიყენებს” – არძინბა არ ასახელებს ქვეყნებს, რომლებთანაც “სოხუმი კონტაქტების დამყარებას” ცდილობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი  ახლო აღმოსავლეთია, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ Solovyov Live-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ე.წ. უწყება აქტიურად მუშაობს სირიასთან, ლიბანსა და ავღანეთთან.

არძინბამ დასძინა, რომ “საქართველო საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვას ცდილობს”.

„სირიელ ძმებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში მუშაობის გააქტიურების სტრატეგიას ვამუშავებთ. ვმუშაობთ ლიბანთან, ავღანეთის წარმომადგენლებსა და რიგ სხვა სახელმწიფოებთან, რომელთა დასახელებაც არ მინდა, რადგან ამ ინფორმაციას ჩვენი ოპონენტები აუცილებლად გამოიყენებენ“, – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იმუშავებს ახლო აღმოსავლეთთან კონტაქტების გაფართოებაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები