La Repubblica: ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იყრის კენჭს, თუ ის ევროკომისიაში მეორე ვადით არ იქნა არჩეული.
ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს იდეას, რომ ნატოს ქალმა უხელმძღვანელოს. ფონ დერ ლაიენს კი შესაბამისი გამოცდილებაც აქვს, რადგან ის ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ევროკომისიაში ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ, თეთრი სახლი იენს სტოლტენბერგის ვადის გაგრძელებას ითხოვს.
პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ “ევროპის სახალხო პარტია” მეორე ვადით ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას ეწინააღმდეგება. პარტიის წევრებს პოსტზე ევროპარლამენტის მოქმედი პრეზიდენტის, რობერტ მეცოლას არჩევა სურთ.
12 თებერვალს ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ სტოლტენბერგს თანამდებობის დატოვება შემოდგომაზე სურს.
სტოლტენბერგს მანდატი უკვე სამჯერ გაუგრძელდა, ის თანამდებობაზე, თითქმის ცხრა წელია – იმყოფება.