გიორგი ვოლსკი: ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს – დეზინფორმაცია გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

“არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს ერთი არგუმენტი მაინც, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში ხალხის და საზოგადოების წინაშე, თუ რა თანხით ოპერირებს და რა მიმართულებით ხარჯავს ამ თანხას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

„რასაკვირველია, ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, იმიტომ რომ დეზინფორმაცია გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნები, რომლებიც შეშფოთებული არიან, დიდწილად დაზაფრულები არიან იმით, რომ ამ საკითხმა პოლარიზაცია არ გააღრმაოს. ახლა მიმდინარეობს განხილვა – იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის რუსული თემა. ჯერ ერთი, რუსეთში სულ არ სჭირდებათ კანონი იმისთვის, რომ იმათთვის შესაბამისი რეპრესიული ზომები გაატარონ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ არის ერთი საკითხი – სხვა სიღრმისეული ან საინტერესო განხილვით პარლამენტთან შეკრებილ ხალხს ვერ მოატყუებ. შეკითხვები რომ დაუსვათ, ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს რომელიმე ორგანიზაციამ დეკლარაცია. ანგარიშგება არ ეხება კონკრეტულ პირებს, დაფინანსებით მოსწავლე ბავშვებს, შშმ პირებს, გარემოს დაცვით ორგანიზაციებს და უამრავ სხვას. პუნქტობრივი განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც ეუთოს და ევროკავშირის მოსაზრებებს მივიღებთ. არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს ერთი არგუმენტი მაინც, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში ხალხის და საზოგადოების წინაშე, თუ რა თანხით ოპერირებს და რა მიმართულებით ხარჯავს ამ თანხას“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები