პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ომის დასრულების ვადები დაასახელა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ მან ესპანურ გაზეთ Razon-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალების და საშუალებების მასშტაბით დაწყებული და იმის გათვალისწინებით, თუ როგორც მიმდინარეობს ამჟამად საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, ვშიშობ, რომ საუბარია არა კვირებზე, არამედ თვეებზე. რუსეთი ჩაიძირა უკრაინაში, როგორც ჩეჩნეთში ან ავღანეთში.  ამავდროულად, ამჟამად ომის შეწყვეტა კრემლის შეცდომის აღიარებას ნიშნავს და ამ ბარბაროსული თავდასხმის შედეგებისთვის თვალის გასწორების აუცილებლობას“, – განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.

ბლაშჩაკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე ეფექტური ფორმებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები