ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 4-5 აპრილს გაიმართება
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში 4-5 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ შეხვედრას გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
შეხვედრის დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის.