საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ – მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრნენ

საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ – მონაწილე ქალი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ღია და დახურული სასროლეთი, ტაქტიკური მომზადების სივრცე, ვირტუალური ტირი დაათვალიერეს, „112“-ში ინფორმაცია მიიღეს ცენტრის საქმიანობის შესახებ და ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღების შესახებ.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით 10 წელია, ტრადიციულად იმართება და მისი მიზანია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები