ირანში განაცხადეს, რომ ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნეს

ირანში განაცხადეს, რომ „ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა“ შექმნეს, რომელსაც შეუძლია მოძრავი საზღვაო საშუალებების განადგურება.

ამის შესახებ თეირანში გამართულ ღონისძიებაზე ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მუჰამედ ბაქირიმ განაცხადა, – წერს Fars-ი.

გენერალმა აღნიშნა, რომ რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა.

მისი თქმით, “ირანი გახდა ერთ-ერთი იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებსაც ასეთი რაკეტები აქვს”.

ბაქირის თქმით, ბალისტიკური რაკეტის სიჩქარე 8 მახია (რაც ხმის სიჩქარეზე 8-ჯერ მეტია) და მისი დიაპაზონი 1500 კილომეტრია.

“არსენალში ასეთი რაკეტის არსებობა საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის გარშემო ზღვებში ათასი კილომეტრის რადიუსში, უსაფრთხოების ზონა შევქმნა”, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

2022 წლის 10 ნოემბერს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ემირმა ალი ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები