ბიუროს სხდომა, სადაც “ხალხის ძალის” კანონპროექტებს განიხილავენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს
ბიუროს დღევანდელი სხდომა, სადაც “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დაიწყეს.
“არა რუსულ კანონს – ეს საკითხი გასცდა პარტიულ ჩარჩოებს და ჩვენ ვხედავთ, სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია აქტიურად ამ პროცესში, ვდგავართ ერთად და ვიბრძვით საქართველო ევროპულ მომავლისთვის.
რა თქმა უნდა, ამას მშვიდობიანი მეთოდებით ერთად გავაპროტესტებთ და გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ უფლებას – სამართლებრივსაც, ქუჩისასაც , საერთაშორისოსაც, რომ ეს კანონი არ იქნეს მიღებული”, – თქვა “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.