ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კომპოსტელადან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში, 13 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.