კიმ ჩენ ინის და აშშ-ს დაემუქრა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და – კიმ იო ჩჟონი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი ერთობლივი საველე წვრთნებისთვის მზადებას გამოეხმაურა და აშშ-ს დაემუქრა.
კიმ იო ჩჟონმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა „დაუყოვნებლივ და აბსოლუტურ“ ზომებს მიიღებს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.
კიმ იო ჩჟონის გაფრთხილება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ კორეულ ავიაციასთან ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, ატომური ბომბდამშენი B-52 განათავსა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია.
გარდა ამისა, მოკავშირეთა ძალები უახლოეს დროში უდიდესი საველე წვრთნების განახლებისთვის ემზადებიან.
კიმ იო ჩჟონგს არ განუმარტავს, თუ რა სახის პასუხი იქნება გაცემული, თუმცა, ცნობილია, რომ მსგავსი სწავლებების დროს ფხენიანი რაკეტებს უშვებდა.