რუსეთს ჰიუსტონის ენერგეტიკულ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს

რუსულ დელეგაციას ენერგეტიკის საკითხებში ავტორიტეტულ საერთაშორისო კონფერენცია CERAWeek-ზე მონაწილეობაზე უარი  20 წლის მანძილზე პირველად უთხრეს.

კონფერენცია ტრადიციულად ჰიუსტონში ტარდება.

როგორც ჰიუსტონში რუსეთის გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ზახაროვმა განაცხადა, დელეგაციას რეგისტრაცია ბოლო მომენტში გაუუქმეს.

“ნათლად აჩვენეს, რომ ფორუმზე რუსი დელეგატების ყოფნა არასასურველია”, – თქვა დიპლომატმა.

კონფერენციის ორგანიზატორებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

CERAWeek-ის ფორუმი აერთიანებს ათასობით მონაწილეს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ინდუსტრიული კომპანიებისა და ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები.

წელს კონფერენცია 6-დან 10 მარტამდე გაიმართება. მთავარი თემაა „მღვრიე სამყაროში ნავიგაცია: ენერგია, კლიმატი და უსაფრთხოება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები