სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები, რომლებსაც მცირე ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე
როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები, რომლებსაც მცირე ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, საბაზისო განათლებაზე ან ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენ ვერ დავივიწყებთ ირანელ გოგონებს, რომლებიც სკოლებში მოიწმამლნენ; ჩვენ ვერ დავივიწყებთ სწავლასმოკლებულ ავღანელ გოგონებს; ჩვენ ვერ დავივიწყებთ უკრაინელ ქალებს, რომლებიც ტრაგიკულ ვითარებაში იცავენ თავიანთ ძირითად უფლებებს, რათა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა შენარჩუნონ; ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც ჩვენი სოლიდარობის მიუხედავად, დღეს ბელარუსის მთავრობამ პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ თურქი ქალები და ბავშვები, კატასტროფული მიწისძვრისას. და სანამ ყველას მათ ვიხსენებთ, შემიძლია, იმით მაინც გავიხარო, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი, ისინი ამ მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი – ჩვენ გისმენთ და გხედავთ, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ისე, როგორც საჭიროა!“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.