ერდოღანი: თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან სამი მილიონი ადამიანია ევაკუირებული, რომელთა ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს.

თურქეთის ლიდერის თქმით, უახლოეს დროში ასევე იგეგმება კონტეინერების ქალაქების ფართობის გაზრდა, სადაც უსახლკაროდ დარჩენილები დროებით შეაფარებენ თავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები