გერმანიის კანცლერი: ჩინეთმა განაცხადა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს

German Chancellor Olaf Scholz attends a news conference during the German-Indian government consultations at the Chancellery in Berlin, Germany May 2, 2022. REUTERS/Michele Tantussi

ჩინეთმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იარაღს არ მიაწოდებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა იყოს იარაღის მიწოდება და ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ მიაწოდებს რუსეთს იარაღს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ და ვაკვირდებით სიტუაციას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მოგვიანებით შოლცმა CNN-ს განუცხადა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს დახმარებას გაუწევს: „ვფიქრობ, რომ ამას შედეგები მოჰყვება, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ისეთ ეტაპზე, როდესაც მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, შოლცი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ესაუბრა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირს ჯერ არ მიუღია „არავითარი მტკიცებულება“ აშშ-სგან, რომ პეკინი მოსკოვისთვის ლეტალური დახმარების მიწოდებას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები