ინდონეზიაში გადაუღებელ წვიმას და მეწყერს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
ინდონეზიაში, რიაუს კუნძულებზე გადაუღებელი წვიმების და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანია დაღუპული, 50 დაკარგულია.
ამის შესახებ Agence France-Presse კატასტროფების მართვის ეროვნულ ორგანოზე (BNPB) დაყრდნობით წერს.
BNPB-ს წარმომადგენლის, აბდულა მუჰარის თქმით, კუნძულების დაშორების გამო, მაშველებს იქ მოხვედრა გაუჭირდებათ.
“ჩვეულებრივ, გემით მგზავრობას დაახლოებით ხუთი საათი სჭირდება. ხვალ კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტო ადგილზე ვერტმფრენით მოხვედრას შეეცდება”, – თქვა მან.