FT: რუსეთმა ვერ გადაწყვიტა, შეიძინოს თუ არა ირანული ბალისტიკური რაკეტები, შიშით, რომ კიევი დასავლეთისგან ATACMS-ებს მიიღებს
მას შემდეგ, რაც ირანმა რუსეთს ასობით დრონი გაგზავნა, თეირანი მოსკოვთან შემდგომი სამხედრო თანამშრომლობისთვის ღიაა.
ამის შესახებ FT-ის მასალაშია ნათქვამი.
თუმცა, აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენისგან, რადგან შიშობს, რომ საპასუხოდ დასავლეთი კიევს 300 კმ-მდე მოქმედების ATACMS-ის რაკეტებს მიაწვდის.
ამავდროულად, დასავლელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა შეცვალოს პოზიცია ირანულ რაკეტებთან დაკავშირებით, იმ ფონზე როდესაც საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდის, რომელიც სულ უფრო მწვავე ხდება.