8 მარტს იტალიაში ქალებს მუზეუმების მონახულება უფასოდ შეეძლებათ

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს იტალიაში ქალებს უმსხვილესი მუზეუმების მონახულება უფასოდ შეეძლებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მუზეუმებში, არქეოლოგიურ პარკებში, მონუმენტურ კომპლექსებში, ციხე-სიმაგრეებში, ისტორიულ ვილებსა და ბაღებში ქალებისთვის შესვლა უფასო იქნება.

დაწესებულებების სია გამოქვეყნებულია და პერიოდულად ცვლილებას განიცდის, თუმცა მასში უკვე მოხვედრილია რომის კოლიზეუმი, მილანის Brera Pinacoteca და ფლორენციის უფიზის გალერეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები