“ბახმუტის თავდაცვა გაგრძელდება” – ზელენსკი და ზალუჟნი შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ვითარება ფრონტის ძირითად მიმართულებებში და “განსაკუთრებით დეტალურად” ბახმუტში არსებული ვითარება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებსაიტზეა ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, ვალერი ზალუჟნის და “ხორტიცას” სამხედრო ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრე სირსკის ბახმუტის მიმართულებით შემდგომი ქმედებების შესახებ დაუსვა კითხვა.

“მათ ბახმუტში თავდაცვის ოპერაციის გაგრძელებისა და ჩვენი პოზიციების შემდგომი გაძლიერების სასარგებლოდ გამოთქვეს აზრი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, Bild-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ბახმუტთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

თითქოს, უკრაინის პრეზიდენტი ქალაქის თავდაცვის გაგრძელების მომხრე იყო, ხოლო მთავარსარდალი – უკანდახევის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები