ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში, რეკორდული სხვაობით, გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა
ესტონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრის, კაი კალასის “რეფორმის პარტიამ” პარლამენტში 37 მანდატი მოიპოვა და გაიმარჯვა.
ამის შესახებ ERR იტყობინება.
“რეფორმის პარტიამ” ხმების 31,2% მოიპოვა, რაც ორჯერ მეტია, რაც პარტია რიგიკოგუს ბოლოს ჰქონდა.
პორტალ Europe elects-ის ცნობით, კალასმა საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რაც პოსტსაბჭოთა ესტონეთის ნებისმიერ პოლიტიკოსს ოდესმე მიუღია. მან ედგარ სავისარის რეკორდი მოხსნა.
მეორე ადგილზეა ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია (EKRE), რომელმაც 16,1% მიიღო, რაც პარლამენტში 17 მანდატს ნიშნავს.
მესამეზეა პარტია „ცენტრია“ – 15,3%-ით და 16 მანდატით.
ესტონეთის პარლამენტში პირველად პარტია Eesti 200 მოხვდა, რომელმაც ხმების 13,3%, ანუ 14 მანდატი მიიღო.
რიგიკოგუში ასევე შევლენ სოციალ-დემოკრატები 9,3%-ით და 9 მანდატით, “სამშობლო” 8,2%-ით და 8 მანდატით.
შედეგების მიხედვით, “რეფორმის პარტიას” შეუძლია 53-კაციანი კოალიციის შექმნა ცენტრისტულ პარტიასთან ან 60-კაციანი ე.წ. ლიბერალური ალიანსი “ესტონეთი 200”-თან და სოციალ-დემოკრატებთან.