უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში აფეთქებებია, გაისმა განგაშის ხმა
რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
როგორც რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, ქალაქ ნოვი ოსკოლში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა.
ამის შესახებ Meduza წერს.
გლადკოვის თქმით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას ხელებზე ჭრილობები აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, ნოვოოსკოლსკის ოლქში, რამდენიმე სოფელში დაზიანდა სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები.