“უკრაინის ტერიტორიების განაღმვას 70 წელი დასჭირდება” – მინისტრი
უკრაინის ტერიტორიების ფეთქებადი საგნებისგან გაწმენდას 70 წელი დასჭირდება.
ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამუშაოსთვის უკრაინას უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება – ფინანსური, ტექნოლოგიური და საორგანიზაციო.
მან ასევე თქვა, რომ განაღმვის სამუშაოების კოორდინაციისთვის “რამშტეინის” ფორმატის ანალოგის შექმნაა აუცილებელი.