რა მიმართულებით გაიგზავნება სამხედრო ტექნიკა პოლონეთის პორტიდან
პოლონეთში, გდინიას პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ასობით ერთეულია თავმოყრილი. შესაბამის ვიდეოს “Baltic Security” აქვეყნებს, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს აქტიურობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, AtlanticResolve-ში სწავლების მონაწილეობის შემდეგ, ტექნიკა აშშ-ს კონკრეტულ ნაწილში მიაქვთ. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია 22 თებერვალს.
ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახური კირილ საზონოვი აცხადებს, რომ ამ ტექნიკის ნაწილი NATO-ს წევრი ქვეყნების გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული, ნაწილი კი უკრაინაში გაიგზავნება.
„რა წავა უკრაინაში, როდის და რა მარშრუტით, ცხადია, სამხედრო საიდუმლოა. მაგრამ საწყობში თვეობით არ დაჟანგდება, ეს ზუსტად ვიცი“, – განაცხადა საზონოვმა.