დავით ნარმანია ხვალ ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხვალ ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება და მასში ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე დავით ნარმანია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს 2014 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” 14:00 საათზე დაიწყება და მას 70-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები