ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო სავაჭრო ბრუნვა” 11,2%-ით გაიზარდა – მთავარი ექსპორტიორებია რუსეთი, თურქეთი და ბელარუსი

ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო სავაჭრო ბრუნვამ” 39,9 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.

ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალიას ლაბახუამ განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის გეგმა 117%-ით შესრულდა.

2022 წელს ექსპორტმა 6 963 000 000 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 903 მილიონი რუბლით, ანუ 14,9%-ით არის გაზრდილი.

იმპორტმა 32 მილიარდ 968 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდ 104 მილიონი რუბლით, ანუ 10,4%-ით მეტია.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 30 მილიარდ 451,6 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდ 448,5 მილიონი რუბლით მეტია.

ლაბახუამ აღნიშნა, რომ რუსეთი ე.წ. რესპუბლიკის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. 2022 წელს მასზე ვაჭრობის წილმა 76% შეადგინა. სხვა ქვეყნებში – 24%.

2022 წელს აფხაზური საქონელი ექსპორტირებული იყო რუსეთში, თურქეთში, ბელარუსში და ასევე ჰუმანიტარული დახმარების სახით თვითგამოცხადებულ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები