უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-34 ჩამოაგდეს, ერთი პილოტი დაიღუპა

უკრაინელმა სამხედროებმა თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის თავზე, ქალაქ ენაკიევოსთან რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.

“ვოსტოკის” საჰაერო სარდლობის მიკოპოლის საზენიტო სარაკეტო პოლკში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი, სავარაუდოდ, დაშავდა.

ენაკიევოში ავიაკატასტროფის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია.

რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ორივე პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ასევე “ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის თვითმფრინავი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები