“მინსკი ჟენევის ნაცვლად” – ოკუპირებულ აფხაზეთში დისკუსიების გადატანაზე მუშაობენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანას ფიქრობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ჟენევა დღეს ნაკლებად ნეიტრალური ადგილია, ხოლო მინსკი – პირიქით.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვსა და მინსკში ბოლოდროინდელი ვიზიტების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, „მინსკი შესაძლოა, გახდეს ის ნეიტრალური ადგილი, სადაც ჩვენ შეგვეძლება დისკუსიების გამართვა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო”.
ბჟანიას თქმით, „იყო ძალები, რომლებსაც არ სურდათ, აფხაზეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გამართულიყო, ამიტომ, ლუკაშენკომ მისალმებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მკვეთრ რეაქციაზე”.