პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებაა – სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ადგილზე რამდენიმე პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები