გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, ფინანსურ გამჭვირვალობას ამერიკაში ჰქონდეს სხვა მიზანი, ხოლო საქართველოში – სხვა

„პირდაპირი გაგებით სპეკულაციებთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, ფინანსურ გამჭვირვალობას ამერიკაში ჰქონდეს სხვა მიზანი, ხოლო საქართველოში – სხვა მიზანი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კანონპროექტებს აკრიტიკებს, მათი მიზანია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სწორი, ლიბერალური კანონპროექტის გაშავება.

“ამიტომაც ვერ შედიან შინაარსში და ვერასოდეს ვერ თქვეს მუხლი, პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ან დემოკრატიის პრინციპებს, ან ფინანსურ გამჭვირვალობას. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება საზოგადოების წინაშე სხვაობა და მსგავსება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკულ კანონს შორის. რაზეც არგუმენტებს ვერ მოძებნიან, იმას ეძახიან რუსულს. მათი მიზანია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული სწორი, ლიბერალური კანონპროექტის გაშავება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები