ინდოეთში G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვინაი კვატრამ განაცხადა, მინისტრების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება და მსოფლიოზე მისი გავლენები იქნება.
შეხვედრაში აშშ-ის და რუსეთის პირველი დიპლომატებიც მონაწილეობენ, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, რუსულ და აშშ-ის დელეგაციებს ერთმანეთთან ორმხრივი მოლაპარაკების გამართვა დაგეგმილი არ აქვთ.
სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს. ამასთან, სახელმწიფო მდივანი მიიღებს მონაწილეობას იმ სესიებში, რომლებსაც რუსული და ჩინური დელეგაციები დაესწრებიან. ანალოგიური პოზიცია გერმანიამაც გამოთქვა.