პარლამენტი “ხალხის ძალის” ინიცირებულ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს
პარლამენტში ე.წ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტების განხილვა იწყება. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, დღევანდელ განხილვაზე დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც პირვანდელ, ასევე ალტერნატიულ კანონპროექტს დეტალურად გაეცნონ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის სტიგმატიზებას.