ზელენსკი: უკრაინის ენერგოსისტემისთვის საფრთხე კვლავ რჩება, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიარეთ

უკრაინის ენერგოსისტემისთვის საფრთხე კვლავ რჩება, თუმცა რთული ზამთარი უკვე გავიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკული შეხვედრა გამართა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა და რომელსაც ესწრებოდა ყველა, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილურობა.

„ეს ზამთარი დასრულდა. ძალიან რთული იყო და ეს სირთულე ყველა უკრაინელმა გაზვიადების გარეშე იგრძნო. მაგრამ მაინც, ჩვენ შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემისთვის საფრთხე რჩება, თუმცა ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება.

და ჩვენ უკვე დავიწყეთ მომავალი სეზონისთვის მომზადება. შეხვედრის მონაწილე თითოეულმა პირმა, ამ კუთხით, თავისი სამუშაო დავალება მიიღო. ჩვენ ვხედავთ რისკებს – ჩვენ ვიპოვით რეაგირებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები