პუტინი ჩინელ კოლეგას მოსკოვში უმასპინძლებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის უახლოეს მომავალში ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი გეგმავს, რომ ჩინეთის დელეგაციას მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით შეხვდეს.

„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროს ხაზი. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციის წევრებმა უნდა შეძლონ ამის ნახვა“, – განაცხადა პუტინმა მეტროს ახალი ხაზის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ის ვირტუალურად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები