თამარ დავარაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა სუს-ის აგენტი ხარო, იმის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მას „სუს-ის აგენტი“ უწოდა.

ექიმის თქმით, ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ამის გამო ყოფილი პრეზიდენტის პალატაში შესვლაზე უარი განაცხადა.

„როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი – გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე“, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები