ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალებით ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას
როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალებით ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხათუნა სამნიძის ტყუილი მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ.
„ეს არის ხათუნა სამნიძის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც ალბათ, მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ. როგორც ჩანს ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენ, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალების ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის” ეთერში გაიხსენა, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. სამნიძის თქმით, მისი იმდროინდელი თანაპარტიელების განცხადებების გამო, ივანიშვილმა „რესპუბლიკელების” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ იძულებული გახდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.