შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარია გამჭირვალობის პრინციპი, ეს იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი

“ჩვენთვის მთავარია გამჭირვალობის პრინციპი, ეს იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან, არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აპირებს, მიმართოს ვენეციის კომისიას და დაელოდოს მის მოსაზრებებს.

„პოზიცია არის გასაგები, რომ ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ვენეციის კომისიას, რათა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით რთულია თქვა. რაც შეეხება პოზიციას გამჭირვალობასთან დაკავშირებით, ამაზე არ მგონია, რამე შესაცვლელი იყოს. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ის აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭირვალე. ეს არის ელემენტარული სტანდარტი და აქ ახალი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები