საბერძნეთში მატარებლების შეჯახების გამო ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა.
ამის მიზეზი სატვირთო და სამგზავრო მატარებელების შეჯახება გახდა, რომლის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა 85-ზე მეტი კი დაშავდა.
„ეს არის ის, რისი გაკეთებაც მოვალეობად მიმაჩნია, ხალხის ხსოვნისადმი პატივისცემის მინიმალური ნიშნის სახით, და ავიღო პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის ხანგრძლივი შეცდომების გამო“, – განაცხადა კარამანლისმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რკინიგზის მდგომარეობა, რომელზეც ავარია მოხდა, „არ შეესაბამებოდა 21-ე საუკუნეს“.
„3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ ვითარების გაუმჯობესება. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ავარიის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა კოსტას კარამანლისმა.