იოსებ ტყემალაძე – ნოდარ მელაძეზე: ეგ არის ქვეყნის მოღალატე
მე ახლა ვეუბნები ტურაძე – მელაძესაც, რომ ეგ არის ქვეყნის მოღალატე, – ასე გამოეხმაურა „POSTV“-ის „დიდ გადაცემაში“ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე ტვ „პირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ 2022 წლის 9 ივლისს, საქართველო-იტალიის მატჩის წინა დღეს რაგბის ფედერაციამ სასტუმრო „ლიცში“ რუს ბიზნესმენებს უმასპინძლა, რომლებიც იქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვერტმფრენით ჩავიდნენ.
მისი თქმით, ქვეყნის ღალატი რა არის, თუ არა ის, როცა ყველაზე ფასეულს – სარწმუნოებას ეხები.
„მე ახლა ვეუბნები ტურაძე – მელაძესაც, რომ ეგ არის ქვეყნის მოღალატე. ყველას, მორაგბეა თუ ვინც კი მე მიცნობს, შეუძლია – ხმამაღლა, ქვეყნის ღალატი რა არის თუ არადა ის, რაც ყველაზე ფასეულს ეხები. ეს არის სარწმუნოება, რაგბის კვართია, ჩვენ კვართს ვეძახით, ეს არის ჩვენი ღირსება“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.