მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულების გამო, საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
საბერძნეთის ქალაქ ლარისთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შედეგად დაღუპულების გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
საბერძნეთში ყველა საზოგადოებრივ შენობაში დროშას დაუშვებენ და ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდება.
ავარიის ადგილზე პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ჩასვლას ელოდებიან.
დღეს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოში საქართველოს დაშავებული ან გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.