გურამ მაჭარაშვილი: ბოლო დროს პრეზიდენტის განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი

თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს, რომ განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.

„პრეზიდენტმა ხშირად რომ დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, კარგი იქნება. ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი. თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს, რომ განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს“, – თქვა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები