აშშ მოუწოდებს ჩინეთს, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავოს

აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ხელი შეუშალოს, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა.

”სახელმწიფოს ლიდერებმა ისაუბრეს ჩინეთის ლეტალური დახმარების გაწევის პოტენციურ შედეგებზე. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მათ ეს გააკეთეს. მაგრამ ჩვენ მჭიდრო მონიტორინგს გავაგრძელებთ”, – თქვა რაიდერმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ ჩინეთი გადაწყვეტს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, ეს გამოიწვევს კონფლიქტის არასაჭირო გაჭიანურებას და კიდევ უფრო მეტ უდანაშაულო მსხვერპლს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები