უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა
სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ხარკოვის და ზაპოროჟიეს რეგიონებში საჰაერო განგაში ისევ გამოცხადდა.
მედიის ინფორმაციით, ამავე რეგიონში განგაშის სიგნალის ხმები გვიან ღამითაც ისმოდა.
კრემენჩუგის მერმა, ვიტალი მალეცკიმ განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქების მსგავსი ხმები ისმოდა.
პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა Telegram-ში დაწერა, რომ პოლტავას რეგიონში რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამავდროულად, კიევის რეგიონის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ირანული “შაჰედის” თავდასხმის მაღალი საფრთხის შესახებ.