თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 089-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ კატასტროფების მართვის სამსახურში (AFAD) განაცხადეს.
უწყების ინფორმაციითვე, სტიქიის ზონიდან 1,9 მილიონზე მეტი მოქალაქეა ევაკუირებული.
უსახლკაროდ დარჩენილები 358 000-ზე მეტ კარავსა და საკონტეინერო სახლებშია განთავსებული.