საბერძნეთში მატარებლების შეჯახებისას საქართველოს დაშავებული ან გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა

საბერძნეთის ქალაქ ლარისთან ​სამგზავრო და სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად, საქართველოს დაშავებული ან გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურ საკონსულოში ჯერ არ შესულა.

ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული უკვე გაემგზავრა.

ლარისთან მატარებლების შეჯახებას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 85 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები