ქეთევან ზარნაძე: ლაურა ღაჭავა "სოდის" მიერ ამოღებული ნარკოტიკებით ვაჭრობდა

ყოფილი გამომძიებელი და ყოფილი პოლიტპატიმარი ქეთევან ზარნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ერეკლე კოდუასა და მისი დედის, ლაურა ღაჭავას ჩადენილ დანაშაულებებზე უყვება. ზარნაძის განცხადებით, ღაჭავასთან დახმარების სათხოვნელად მისულ მეგობარს ამ უკანასკნელმა ვალის დასაფარად ფულის შოვნის გზა შესთავაზა. ლაურა ღაჭავამ მეგობარს „განადგურებული“ ნარკოტიკის გასაღებაში დახმარება სთხოვა. ამავე მოლაპარაკების მიხედვით, გაყიდული ნარკოტიკიდან დახმარების სათხოვნელად მისულ მეგობარს წილი ღაჭავასთვის უნდა გადაეხადა. ყოფილი პოლიტპატიმრის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის ძალოვნები, „ბარიგებისგან“ და მომხმარებლებისგან ამოღებულ ნარკოტიკს განადგურების მაგივრად ჰყიდდნენ,  შემოსავალს კი ინაწილებდნენ.
1615260_712807438764103_1801562803_n„პატიმრობის პერიოდში გავიცანი პირადად მ.გ, რომელიც „დაქალი“ ლაურას წყალობით აღმოჩნდა ციხეში. „დაქალმა“ ლაურას იპოთეკაში ჩადებული ბინის დახსნაში დახმარება და სამსახური სთხოვა. ლაურამ- შენ მაგაზე ნუ იდარდებო და შესთავაზა „განადგურებული“ ნარკოტიკის რეალიზაციაში დაგვეხმარე, მეც მახეირე და შენი ვალიც გაისტუმრეო. სააკაშვილის რეჟიმის ძალოვნები, „ბარიგებისგან“ და მომხმარებლებისგან ამოღებულ ნარკოტიკებს რომ იღებდნენ, ის წამალი განადგურებას ექვემდებარებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სოდ-ი ამ ნარკოტიკს საკუთარ „ბარიგებს“ ურიგებდა, აყიდვინებდა და შემოსავალს ინაწილებდა“,- განაცხადა ქეთევან ზარნაძემ.
მისივე განცხადებით, საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებულ “კოცონებში” კი სინამდვილეში ნარკოტიკის ნაცვლად ტომსიკებში მოთავსებული ფიჩხი და ნარკოტიკის იმიტაცია იწვოდა.
ზარნაძის განცხადებით „დასაქმებულმა“ მ.გ.-მ ბინის გამოხსნა შეძლო, თუმცა იმის მიუხედავად რომ ლაურა ღაჭავას „კუთვნილ წილს“ პატიოსნად უხდიდა, დიდხანს არ აცალეს და მალევე დაიჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები